Site icon Civil.ge

გილაური: მშპ–ის ზრდამ მეორე კვარტალში სულ ცოტა 7% შეადგინა

პრემიერ–მინისტრმა ნიკა გილაურმა 3 აგვისტოს მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ წინასწარი მონაცემებით 2010 წლის მეორე კვარტალში მშპ–ის ზრდამ, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაახლოებით 7–7.5% შეადგინა.

საქსტატს დეტალური მონაცემები ჯერ არ გამოუქვეყნებია.

„მშპ–ს ჯამური 6 თვის ზრდა შეადგენს დაახლოებით 5.5 – 6%–ს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია; ეს არ არის მცირე ზრდის ტემპი,“ – განაცხადა გილაურმა.

საქსტატის ინფორმაციით, 2010 წლის პირველ კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, მშპ 4.5%-ით გაიზარდა და 2.47 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)