პოლკოვნიკი ვალერი იახნოვეცი, რომელიც რუსეთის სადესანტო ძალების დაზვერვის მეთაური იყო, სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის თავდაცვის მინისტრად დაინიშნა, იტყობინება სეპარატისტული რეგიონის მთავრობის ვებგვერდი.
ამ თანამდებობაზე მან იური თანაევი შეცვალა, რომელიც იახნოვეცის მსგავსად „მოწვეული“ იყო – ასე უძახიან ცხინვალში მათ ვინც რუსეთის მიერაა გამოგზავნილი ოფიციალურ პოსტებზე სამუშაოდ.
სეპარატისტული რეგიონის ლიდერმა, ედუარდ კოკოითიმ, ახალი მინისტრის წარდგენისას განაცხადა, რომ ამჟამად შეიარაღებულ ძალებში ”მტკივნეული რეფორმები” მიმდინარეობს და იქვე დასძინა, რომ ”სახელმწიფო არ მიატოვებს” მათ ვინც შეიარაღებული ძალებიდან დაითხოვეს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)