აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა განაცხადა ”რია ნოვოსტი”-სთან ინტერვიუში, რომ სოხუმი ახლო მომავალში თურქეთისგან აღიარებას არ ელის, თუმცა თურქეთთან ეკონომიკური ურთიერთობების დამყარება სურს.
”[სოხუმს აქვს] ნორმალური, კეთილმეზობლური ურთიერთობები თურქეთთან. იქ დიდი აფხაზური დიასპორა ცხოვრობს… რთულია ჩემთვის პროგნოზის გაკეთება, თუ როგორ განვითარდება ეს ურთიერთობები, რადგანაც მესმის თურქეთის შიგნით არსებული ვითარება; უახლოეს მომავალში თურქეთის მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარებას არ ველი,” – განაცხადა ბაღაფშმა.
”მაგრამ ჩვენ კეთილმეზობლური ურთიერთობების მომხრე ვართ; ეს ეკონომიკურით [ურთიერთობებით] უნდა დაიწყოს, ხალხის გადაადგილებით, კავშირები უნდა გაიხსნას აფხაზეთსა და თურქეთს შორის. ეს ის პროცესებია, რომელთა დაწყებაც შესაძლებელია,” – განაცხადა მან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)