Site icon Civil.ge

მოლდოვას პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოს სტუმრობს

მოლდოვას პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი მიჰაი გიმპუ 15 აგვისტოს ბათუმში ჩავიდა.

კვირას საღამოს იგი ბათუმში პრეზიდენტ სააკაშვილს შეხვდა.

სააკაშვილი 20 ივლისს მოლდოვას პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს მიჰაი გიმპუს ტელეფონით ესაუბრა და გასული თვის დასაწყისში მოლდოვაში მომხდარი წყალდიდობის შედეგების აღმოფხვრის მიზნით ჰუმანიტარული დახმარება შესთავაზა.

"მოლდოვა ჩვენი მეგობარი და მოკავშირეა… და აუცილებლად უნდა დავეხმაროთ," – განაცხადა სააკაშვილმა 20 ივლისს მთავრობის გასვლით სხდომაზე ყვარელში.

ამჟამად საქართველო ანაკლიაში ათობით მოლდოველ ბავშვს სტუმრობს, რომლებიც წყალდიდობის შედეგად დაზარალებული ოჯახებიდან არიან. მოლდოვას პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ანაკლიაშიც გეგმავს ჩასვლას მოლდოველ ბავშვებთან შესახვედრად.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)