Site icon Civil.ge

სეპარატისტული აფხაზეთის უშიშროების საბჭოს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

სეპარატისტული აფხაზეთის უშიშროების საბჭოს მდივნად ოთარ ხეცია, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი დაინიშნა, იტყობინება „აფსინიპრესი“ 18 აგვისტოს. 

ოთარ ხეციას შს მინისტრის პოსტი 2005 წლიდან ეკავა და იგი ამ თანამდებობიდან გასულ კვირას გაათავისუფლეს.

უშიშროების საბჭოს აქამდე ალექსანდრე ვოინსკი უძღვებოდა, რომელიც მდივნის მოვალეობის შემსრულებლად 2009 წლის სექტემბერში მას შემდეგ დაინიშნა, რაც იმავე წლის აგვისტოში ყოფილი მდივანი სტანისლავ ლაკობა თანამდებობიდან გადადგა.

 

This post is also available in: Русский (რუსული)