Site icon Civil.ge

სააკაშვილი ბრიუსელში ევროპის სახალხო პარტიის სამიტს ესწრება

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 15 სექტემბერს, ბრიუსელში ევროპის სახალხო პარტიის სამიტში მიიღო მონაწილეობა.

მმართველი პარტია, ერთიანი–ნაციონალური მოძრაობა, რომლის თავმჯდომარეცაა პრეზიდენტი სააკაშვილი, 2008 წლიდან ევროპის სახალხო პარტიის დამკვირვებლის სტატუსის მქონე წევრია.

ცალკეული ევროპელი ლიდერები და ევროკავშირის არა–წევრი სახელმწიფოების რამოდენიმე ლიდერი ასევე მონაწილეობდნენ სამიტში.

 

 

This post is also available in: Русский (რუსული)