Site icon Civil.ge

ცხინვალში “დამოუკიდებლობის დღის“ აღსანიშნავად სამხედრო აღლუმი გაიმართა

ცხინვალში 20 სექტემბერს 20 წლის წინ გამოცხადებული "დამოუკიდებლობის" დღის აღსანიშნავად სამხედრო აღლუმი გაიმართა.

აღლუმში 600–მა ოსმა სამხედრომ და რეგიონში განთავსებული რუსული სამხედრო ბაზიდან, დაახლოებით, 100–მა რუსმა ჯარისკაცმა მიიღო მონაწილეობა.

ცხინვალის ცენტრალურ მოედანზე გაატარეს ასევე, დაახლოებით, ორი ათეული ჯავშანტრანსპორტიორი, თვითმავალი საარტილერიო დანადგარი "აკაცია“ და T-72 ტიპის საბრძოლო ტანკები. აღლუმს ასევე ესწრებოდა რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარე სერგეი მირონოვი.

ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, სტუმრებს შორის იყვნენ ასევე სეპარატისტული აფხაზეთის ლიდერი სერგეი ბაღაფში,  ჩრდილოეთ კავკასიის რამოდენიმე რესპუბლიკის ლიდერი და ნაურუს დელეგაცია.

This post is also available in: Русский (რუსული)