პრემიერ–მინისტრი ნიკა გილაური 4 ოქტომბერს ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით ბულგარეთს სტუმრობს.
ვიზიტის ფარგლებში იგი თავის ბულგარელ კოლეგას ბოიკო ბორისოვს შეხვდება და საქართველო–ბულგარეთის ბიზნეს–ფორუმში მიიღებს მონაწილეობას.
"საქსტატის" ინფორმაციით, 2010 წლის პირველ ნახევარში ბულგარეთს საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორის მეათე ადგილი ეკავა. ამ ქვეყანასთან სავაჭრო ბრუნვამ 81.5 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
საქართველოს დელეგაცია პრემიერ–მინისტრის ხელმძღვანელობით ბულგარეთიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრება.
This post is also available in: Русский (რუსული)