ჩეჩნეთის პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა განაცხადა 22 ოქტომბერს, რომ საქართველო "თითქმის ერთადერთი“ გარეშე ძალა რჩება, რომელიც ჩეჩნეთში მებრძოლებს ეხმარება.
"სერიოზული მხარდაჭერის წყაროები – როგორც მორალური, ისე ფინანსური – მებრძოლებს ახლა ცოტა დარჩათ. ადრე ისინი ფინანსურ დახმარებას და იარაღს საქართველოს ტერიტორიის გავლით იღებდნენ. სწორედ საქართველოს გავლით ხდებოდა ბანდიტური ჯგუფების გაგზავნა ჩეჩნეთში. და დღეს შეიძლება ითქვას, რომ საქართველო თითქმის ერთადერთ წყაროდ რჩება, სადაც მათ ეხმარებიან, სადაც ისინი მომზადებას გადიან,“ – იტყობინებიან რუსული საინფორმაციო საშუალებები კადიროვის სიტყვებზე დაყრდნობით.
This post is also available in: Русский (რუსული)