Site icon Civil.ge

მსოფლიო ბანკი ინფრასტრუქტურული პროექტისთვის დამატებით 45 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს

მსოფლიო ბანკმა 2 ნოემბერს საქართველოსთვის 45 მილიონი აშშ დოლარის დამატებითი დაფინანსება დაამტკიცა რეგიონალური და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის გასახორციელებლად.  

მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, დამატებითი დაფინანსება, რომელიც მოიცავს რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო  ბანკის (EBRD) 33.5 მილიონ აშშ დოლარიან სესხს და საერთაშორისო განვითარების ასოციაციის კრედიტს 11.5 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით, საქართველოს მთავრობამ მიმდინარე პროექტის მასშტაბების გასაზრდელად მოითხოვა.

თავდაპირველი, რეგიონალური და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტი (40 მლნ აშშ დოლარის ექვივალენტი საერთაშორისო განვითარების ასოციაციის კრედიტი) მომზადებული იყო 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შედეგად მოყენებული ზიანის შესამცირებლად.

დაფინანსება ძირითადად მოხმარდება დამატებითი მუნიციპალური სამსახურებისა და ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას, ასევე მთელი რიგი შერჩეული ქალაქებისთვის სტრატეგიული განვითარების გეგმების შემუშავებას, მათ შორის ადგილობრივი გზების და წყლით მომარაგების სამსახურების გაუმჯობესებას. 

დღეისათვის საქართველოში მსოფლიო ბანკის საკრედიტო პორტფელი 469 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების 12 მოქმედი საინვესტიციო პროექტისგან შედგება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)