Site icon Civil.ge

ცვლილებები 2010 წლის ბიუჯეტში

პარლამენტმა დღეს 88 ხმით მხარი დაუჭირა 2010 წლის ბიუჯეტში ცვლილებებს, რომლის შედეგადაც შემოსავლებმა 5.363 მლრდ ლარი, ხოლო ხარჯებმა 5.607 მლრდ ლარი შეადგინა.

ცვლილებებამდე, მიმდინარე წლის საბიუჯეტო შემოსავლები 5.412 მლრდ ლარის, ხარჯები კი – 5.690 მლრდ ლარის ოდენობით იყო განსაზღვრული. გრანტები, ცვლილებების შედეგად, 537 მლნ ლარიდან იკლებს 464 მლნ ლარამდე.

ეს წელს უკვე მეორე ცვლილებაა ბიუჯეტში, რომლითაც 2010 წელს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.5%–მდე გაიზარდა 4.5%–დან. დამტკიცებისას ბიუჯეტი 2%–იან ეკონომიკურ ზრდაზე იყო გათვლილი, თუმცა ეს მაჩვენებელი ივნისში განხორციელებული ცვლილებების შედეგად 4.5%–მდე გაიზარდა.

ფინანსთა მინისტრის კახა ბაინდურაშვილის თქმით, ბიუჯეტში ცვლილებები განაპირობა საგადასახადო შემოსავლების, დაახლოებით, 20 მლნ ლარით ზრდამ და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ გამოყოფილმა სესხმა, რომელიც თურქეთთან დამაკავშირებელი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობაზე დაიხარჯება. შესაბამისად, ყველაზე მეტად გაიზარდა ენერგეტიკის სამინისტროს დაფინანსება.

ამასთან, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო მინისტრების აპარატების გარდა, საბიუჯეტო ცვლილებები ყველა სხვა უწყებასაც შეეხო.

წლევანდელი დაფინანსება გაეზარდათ შემდეგ სამინისტროებს: 

ხარჯები შეეკვეცა შემდეგ უწყებებს:

ცვლილებების თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებლის საბიუჯეტო დაფინანსება იზრდება და 38.3 მლნ ლარს აღწევს.  2010 წელს მაუწყებელმა დაგეგმილი საბიუჯეტო დაფინანსების – 25 მლნ ლარის  – გარდა, ასევე მიიღო 10 მლნ ლარი მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, რაც ამ დრომდე ბიუჯეტში არ იყო ასახული. დაფინანსების გაზრდილი ოდენობის ძირითადი ნაწილი "პირველ კავკასიურ არხს“ ხმარდება.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)