Site icon Civil.ge

ნოემბერში წლიური ინფლაცია 10.5%–მდე გაიზარდა

წლიურმა ინფლაციამ ნოემბერში 10.5% შეადგინა, განაცხადა საქსტატმა 6 დეკემბერს გავრცელებულ მოკლე განცხადებაში.

ოქტომბერში წლიური ინფლაცია 9.6% იყო.

საქართველოს ეროვნული ბანკმა განაცხადა ნოემბრის ბოლოს, რომ წლის ბოლოსთვის წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 10.6%–მდე გაიზრდება, რაც 2007 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იქნება. მთავრობას წლის განმავლობაში სულ ცოტა ორჯერ მოუწია ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებლის გადახედვა და მისი გაზრდა საწყისი 6%–დან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)