სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ლიდერმა ედუარდ კოკოითმა განაცხადა, რომ ის კონსტიტუციის "საკუთარ თავზე მორგებას“ და 2011 წელს მესამე ვადით პრეზიდენტად კენჭისყრას არ აპირებს, იტყობინება სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ოფიციალური ვებ–გვერდი.
22 დეკემბერს მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე კოკოითმა ასევე განაცხადა, რომ მას გეგმაში აქვს "დარჩეს პოლიტიკაში და ემსახუროს ხალხს“.
შესაძლო შემცვლელზე საუბრისას მან განაცხადა, რომ არსებულ პოლიტიკურ ელიტაში ბევრი ახალგაზრდაა, რომლებსაც "შეუძლიათ განაგრძონ ის კურსი, რომელიც ჩვენ დავიწყეთ“.
კოკოითი სეპარატისტული რეჟიმის სათავეში 2001 წელს მოვიდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)