Site icon Civil.ge

პრეზიდენტის საახალწლო შეწყალება 407 მსჯავრდებულს შეეხო

პრეზიდენტმა სააკაშვილმა საახალწლოდ სულ 407 პატიმარი შეიწყალა, საიდანაც სასჯელაღსრულების დაწესებულებებს 339 მსჯავრდებული დატოვებს, 58-ს გაუნახევრდა სასჯელის ვადა, ოთხს მოეხსნა პირობითი მსჯავრი და ექვს პატიმარს სასჯელის ვადა შეუმცირდა.

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის ხათუნა კალმახელიძის ინფორმაციით, შეწყალებულთა შორის 16 ქალი და ერთი არასრულწლოვანია.