საახალწლო ღონისძიებები, მოსკოვში ოპოზიციის საპროტესტო აქცია და უცხოეთის სხვა ახალი ამბები ქვეყნის მასშტაბით მაუწყებელი წამყვანი სატელევიზიო არხების საინფორმაციო გამოშვებების ბადეში მოხვდა 3 იანვარს.
თუმცა "რუსთავი 2“-ის, „იმედის“ და საზოგადოებრივი მაუწყებლის ყურადღების მიღმა დარჩა 3 იანვარს გმირთა მოედანზე, პოლიციის მიერ მოშიმშილე ომის ვეტერანების აქციის დაშლა.
გმირთა მოედანზე მომხდარი ამბავი ტელეკომპანია ”კავკასიის” საინფორმაციო გამოშვების მთავარი თემა იყო; ”მაესტროზე” ახალი ამბების გამოშვებები კვლავაც შეჩერებულია, როგორც მისი მფლობელები ამბობენ, ფინანსური პრობლემების გამო.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)