Site icon Civil.ge

პრეზიდენტი სააკაშვილი ოფიციალური ვიზიტით სომხეთს ეწვევა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით 22 იანვარს სომხეთში მიემგზავრება, სადაც თავის კოლეგას სერჟ სარგსიანს შეხვდება.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ დაგეგმილ ვიზიტს "მნიშვნელოვანი“ უწოდა. 

დღევანდელ ბრიფინგზე კალანდაძემ ასევე განაცხადა, სომხეთში მაღალი დონის შეხვედრების ფარგლებში პრეზიდენტი სააკაშვილი, ძირითადად, ორმხრივ ურთიერთობებს განიხილავს.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)