საარსებო მინიმუმმა საქართველოში ბოლო 7 წლის მანძილზე ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია და 18.6%–ით გაიზარდა დეკემბერში, 2009 წლის ანალოგიურ თვესთან მიმართებაში, განაცხადა საქსტატმა 18 იანვარს.
შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმმა დეკემბერში 149.6 ლარი შეადგინა.
მაჩვენებლის ზრდის ტენდენცია განსაკუთრებით თვალშისაცემი იყო 2010 წლის აგვისტოდან, რაც დიდწილად განპირობებული იყო სასურსათო პროდუქტებზე ფასების მატებით, იტყობინება საქსტატი.
საქსტატის ინფორმაციით, საარსებო მინიმუმმა ოთხ-წევრიანი ოჯახისთვის 223.4 ლარი შეადგინა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)