Site icon Civil.ge

დასავლეთ საქართველოში მიწისძვრა მოხდა

რუკაზე წითლად მიწისძვრის ეპიცენტრია აღნიშნული. წყარო: სეისმური მონიტორინგის ცენტრი

დასავლეთ საქართველოში დღეს 13:17 საათზე 5.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული სეისმური მონიტორინგის ცენტრის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ვანიდან სამხრეთ–აღმოსავლეთით 18 კმ–ში და კურორტ საირმიდან 4–კმ–ში იყო.

მიწისძვრას მსხვერპლი არ მოყოლია; ვანის გამგებელმა ზურაბ გეგიძემ განაცხადა, რომ ეპიცენტრთან ახლოს მდებარე სოფლებში რამოდენიმე სახლის კედელი ჩამოინგრა და რამოდენიმე სახლის კედელი დაიბზარა.

მისი თქმით, შექმნილია სპეციალური კომისია, რომელმაც კვირის ბოლომდე უნდა დაადგინოს ზარალის ზუსტი ოდენობა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)