Site icon Civil.ge

პრეზიდენტი სააკაშვილის ტელე–ხიდი მოსახლეობასთან 25 იანვარს შედგება

25 იანვარს პრეზიდენტი სააკაშვილი რიგით მეორე ტელეხიდს გამართავს, რომლის ფარგლებშიც ის დედაქალაქისა და რეგიონების მოსახლეობის შეკითხვებს გასცემს პასუხს პირდაპირ ეთერში.

ტელეხიდი 18 საათზე დაიწყება და მისი ორგანიზატორია საზოგადოებრივი მაუწყებლის რუსულენოვანი პირველი საინფომაციო კავკასიური არხი (PIK), რომელიც სატელიტური მაუწყებლობის განახლებას 25 იანვრიდან გეგმავს.

პრეზიდენტისათვის კითხვების დასმა მოსახლეობას ელექტრონული ფოსტისა (president@gpb.ge) და ტელეფონის მეშვეობითაც შეეძლებათ.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა პირველი ტელეხიდი ორი წლის წინ გამართა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)