საქართველომ ურჩია თავის მოქალაქეებს თავი შეიკავონ ეგვიპტეში მგზავრობისაგან, ხოლო იმ პირებს, რომლებიც უკვე იმყოფებიან ეგვიპტის ტერიტორიაზე, თავი აარიდონ მასობრივი თავშეყრის ადგილებში გამოჩენას და იქონიონ მუდმივი კავშირი ქაიროში საქართველოს საელჩოსთან.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის საჭიროება არ არსებობს, შაბათ–კვირას ორი განცხადება გაავრცელა ამ თემაზე. თუმცა არცერთი განცხადება არ შეიცავდა საქართველოს პოზიციას ეგვიპტეში მიმდინარე მასობრივ არეულობებთან დაკავშირებით.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)