სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში განლაგებულმა რუსულმა ძალებმა რეგიონის ადგილობრივ ძალოვან სტრუქტურებთან ერთად 31 იანვარს ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყო, იტყობინება სეპარატისტული რეგიონის თავდაცვის სამინისტრო.
ხუთდღიანი წვრთნების მიზანი საბრძოლო ოპერაციების დროს სხვადასხვა სამხედრო შენაერთს შორის კოორდინირებული მოქმედებების ხელშეწყობაა, აცხადებს სეპარატისტული რეგიონის თავდაცვის სამინისტრო.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)