პრეზიდენტი სააკაშვილი მიუნხენის 47–ე უსაფრთხოების კონფერენციას დაესწრება, რომელიც 4–6 თებერვალს გაიმართება.
პრეზიდენტის პრესსპიკერის მანანა მაჯგალაძის ინფორმაციით, კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები გერმანიის კანცლერთან ანგელა მერკელთან და შვეიცარიის პრეზიდენტთან მიშელინ კალმი–რეისთან.
მიხეილ სააკაშვილმა მიუნხენის ყოველწლიურ კონფერენციაში მონაწილეობა ბოლოს 2009 წელს მიიღო.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)