"მკაცრი სახელმწიფო რეგულირების“ არ არსებობის და სადაზღვევო კომპანიების „არაკეთილსინდისიერი ქმედებების“ გამო, ბოლო სამი წლის მანძილზე ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამიდან სადაზღვევო კომპანიების მოგების მარჟამ 60%–ს გადააჭარბა, განაცხადა საქართველოს კონტროლის პალატამ 2 თებერვალს.
კონტროლის პალატის განცხადებით, სახელმწიფოს დაფინანსებით 2008–2010 წლებში განხორციელებული დაზღვევის პროგრამის აუდიტის წინასწარი მონაცემები „საგანგაშოა“.
ამავე განცხადების თანახმად, 2008–2010 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან 284 მილიონი ლარი გამოეყო 10 სადაზღვევო კომპანიას დაახლოებით 808 000 ადამიანის ჯანმრთელობის დაზღვევისთვის; კონტროლის პალატის თქმით, მოსახლეობის მომსახურებაზე აღნიშნული თანხის მხოლოდ 40% -მდე დახარჯეს, რომელიც მოხმარდა დაზღვეულთა მხოლოდ მეხუთედს; კომპანიების „მოგების
მარჟამ კი 60%-ს გადააჭარბა“.
კონტროლის პალატამ განაცხადა, რომ პროგრამის ნაკლოვანებების მიზეზია „მკაცრი სახელმწიფო რეგულირების“ არ არსებობა – დაზღვევის სახელმწიფო პროგრამას ჯანდაცვის სამინისტრო კურირებს – ასევე სადაზღვევო კომპანიების „არაკეთილსინდისიერი ქმედებები,“ „სამედიცინო მომსახურების ხელოვნურად შეზღუდული ხელმისაწვდომობა“ და პროგრამით მოსარგებლეთა არასაკმარისი ინფორმირება.
ვენის სადაზღვევო ჯგუფის წევრი, GPI Holding–ი სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ათი კომპანიიდან ერთ–ერთი უმსხვილესია.
GPI Holding–ის განცხადებით, კონტროლის პალატის ციფრები გაბერილია; 2 თებერვალს კომპანიამ საკუთარი მაჩვენებლები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც მისი მოგების მარჟამ პროგრამიდან, დაახლოებით, 7.1%–ი შეადგინა ბოლო 4 წლის მანძილზე, ხოლო წმინდა მოგებამ 2007–2010 წლებში 5.5 მილიონ ლარს მიაღწია.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)