Site icon Civil.ge

ქართველმა და ირანელმა დიპლომატებმა თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძე 7 თებერვალს ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩს საქართველოში მაჯიდ სამადზადე საბერს შეხვდა და ორმხრივი პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურულ-სამეცნიერო ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები განიხილა.

“მხარეებმა აღნიშნეს, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში კვლავ გაგრძელდება მუშაობა ორ ქვეყანას შორის უფრო მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობის ჩამოყალიბების მიმართულებით როგორც ორმხრივ, ასევე საერთაშორისო დონეებზე,“– იტყობინება საქართველოს საგარეო უწყება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)