Site icon Civil.ge

სააკაშვილი სთხოვს დიპლომატებს მისი მოხსენების შემდეგ დებატებს დაესწრნონ

პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლამდე პრეზიდენტმა სააკაშვილმა სთხოვა პარლამენტში დამსწრე უცხოელ დიპლომატებს მისი მოხსენების შემდეგ დებატებს დაესწრნონ. 

"ქვეყანაში დემოკრატია წყდება აქ, არა სადღაც ბნელ კაბინეტებში… ეს არის ქვეყნის მთავარი ორგანო; აქ მიიღება მთავარი გადაწყვეტილებები,“ – განაცხადა სააკაშვილმა.

"იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ არასწორი კრიტიკა – ჩვენ ყოველთვის მივიღებთ კონსტრუქციულ კრიტიკას – მე ყველას ვთხოვ [დაესწრნონ] უფრო მნიშვნელოვან ნაწილს, ვიდრე ჩემი გამოსვლაა – ოპოზიციის გამოსვლები და შემდეგ ჩვენი დებატები ოპოზიციასთან,“ – განაცხადა მან.

"ამიტომ, მე ვთხოვ ყველას – მე ვიცი, რომ რთული პროცედურაა დაესწრო დებატებს წელიწადში ერთხელ – მაგრამ მე გპირდებით, რომ სხვა დროს გაგათავისუფლებთ ამ მოვალეობისგან – დაესწროთ დებატებს და მოუსმინოთ, თუ რა მოხდება ამ დარბაზში, რათა იცოდეთ რა ხდება ქვეყანაში,“ – განაცხადა სააკაშვილმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)