Site icon Civil.ge

საქართველოს ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ეწვევა

ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი აუდრონიუს აჟუბალისი სამხრეთ კავკასიური ტურნეს ფარგლებში 15–16 მარტს საქართველოს ეწვევა.

ეუთოს მიერ 10 მარტს გამოქვეყნებული პრეს–რელიზის თანახმად, საქართველოში აჟუბალისი შეხვდება პრემიერ–მინისტრს, ნიკა გილაურს, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრს, პოლიტიკური პარტიების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, სადაც ეუთოს ამჟამინდელი თავმჯდომარეობის პრიორიტეტებს განიხილავს.

იანვარში ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის პოსტზე დანიშვნისას ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ გაჭიანურებული კონფლქიტები დნესტრისპირეთსა და სამხრეთ კავკასიაში, ასევე საქართველოში არსებული ვითარება მის პრიორიტეტებს შორის იქნება. მისი თქმით, პრიორიტეტებს შორის ასევე იქნება დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და ფუნდამენტალური თავისუფლებების, მედიის თავისუფლების ხელშეწყობა, ასევე ევროპაში ენერგო–უსაფრთხოების და რეგიონალური ორგანიზაციების თანამშრომლობის ხელშეწყობა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)