Site icon Civil.ge

ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე საქართველოს სტუმრობს

ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი აუდრონიუს აჟუბალისი გუშინ საღამოს ბაქოდან თბილისში ჩამოვიდა.

15 მარტს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან გრიგოლ ვაშაძესთან შეხვედრის შემდეგ მან განაცხადა, რომ იგი "ძალიან შეშფოთებულია“ სეპარატისტულ რეგიონებში, "განსაკუთრებით კი სამხრეთ ოსეთში“ სამხედრო ძალების ზრდის გამო.

"ეს ნამდვილად გვაწუხებს. ჩვენ ამას განვიხილავთ ჩვენ ევროპელ კოლეგებთან, ჩვენ მოკავშირეებთან და, რა თქმა უნდა, ჩვენ რუს პარტნიორებთან,“ – განაცხადა აჟუბალისმა თავის ქართველ კოლეგასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

"ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ვოპოვოთ გზა, თუ როგორ შეიძლება აწარმოოს ორივე მხარემ [რუსეთმა და საქართველომ] მუდმივი და ღია დიალოგი,“ – განაცხადა აჟუბალისმა და მოუწოდა რუსეთს "გააძლიეროს დიალოგი და ეს დიალოგი ძალიან ღია და სამართლიანი გზით წარმართოს“.

იგი მიესალმა საქართველოს ძალის არგამოყენების პირობას და დასძინა: "ახლა ველით, რომ რუსული მხარეც იგივეს გააკეთებს“.

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმა საქართველოს "შიდა დემოკრატიული რეფორმებს“ და განაცხადა, რომ ქვეყანა "სწორ გზაზე დგას“.

აჟუბალისი, რომელიც სამხრეთ კავკასიური ტურნეს ფარგლებში სტუმრობს საქართველოს, ასევე შეხვდება პრემიერ–მინისტრს ნიკა გილაურს, პოლიტიკური პარტიების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს და ეუთოს ამჟამინდელი თავმჯდომარეობის პრიორიტეტებს განიხილავს.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)