Site icon Civil.ge

ებრაელი ბიზნესმენების საქმეზე განაჩენის გამოტანა გადაიდო

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის მიერ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილისთვის ქრთამის შეთავაზების ბრალდებით დაკავებული ისრაელის ორი მოქალაქის საქმეზე განაჩენის გამოტანა, რომელიც ოთხშაბათს იგეგმებოდა, 1 აპრილისთვის გადაიდო.

როგორც სასამართლო სხდომის მდივანმა განაცხადა, დღეს დაგეგმილი განაჩენის გამოცხადება მოსამართლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაიდო. 

ორშაბათს სასამართლომ ორივე განსასჯელის – რონ ფუქსის და ზეევ ფრენკელის – საბოლოო სიტყვა მოისმინა. ორივემ კიდევ ერთხელ უარყო მათ წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები; ფუქსმა განაცხადა, რომ იგი საქართველოს ხელისუფლების მიერ დაგებული მახის მსხვერპლი გახდა, რომლის მიზანიც იყო აეძულებინათ ფუქსი უარი ეთქვა იმ 98.1 მილიონ აშშ დოლარზე, რომელიც მან საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში მოუგო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)