აფხაზი ჟურნალისტების ჯგუფმა ერთობლივ განცხადებაში სეპარატისტული აფხაზეთის საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის პირდაპირ ეთერში სატელევიზიო დებატების გამართვისკენ მოუწოდა, იტყობინება "აფსნიპრესი“.
ოცდაერთმა ჟურნალისტმა ადგილობრივი მედია საშუალებებიდან განაცხადა, რომ საჭიროა ძალისხმევა, რათა „არჩევნები მაქსიმალურად ღია და დემოკრატიული გახდეს ყველა კანდიდატისთვის თანაბარი შესაძლებლობების მინიჭების გზით“.
ერთობლივ განცხადებაში ჟურნალისტებმა აღნიშნეს, რომ გარდა სახელმწიფო ტელევიზიით გამართული დებატებისა, კანდიდატებმა მედიისთვის პრესკონფერენციები უნდა გამართონ ყველაზე აქტუალურ საკითხებზე, მათზეც, რამაც ცოტა ხნის წინ უთანხმოება გამოიწვია რუსეთთან ურთიერთობებში, მათ შორის სასაზღვრო დავის საკითხზეც.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)