კადრი რეალ–TV–ის სიუჟეტიდან, რომელიც "რუსთავი 2"–მა გადასცა, სადაც ჩანს თბილისში ისრაელის საელჩოს მძღოლი, რომან ხაჩატურიანი, 13 თებერვალი.
თბილისში ისრაელის საელჩოს მძღოლმა განაცხადა, რომ მან თავის მანქანაზე მიმაგრებული ასაფეთქებელი მოწყობილობა მას შემდეგ აღმოაჩინა, რაც ორშაბათს დილით სამსახურში მისვლის შემდეგ საკუთარი Hyundai Getz–ის გაჩერებისას უცნაური ხმა გაიგო.
„ცხრის ნახევარზე გამოვედი სახლიდან. ბავშვი მივიყვანე 116-ე სკოლაში და წამოვედი იქიდან საელჩოში – ვმუშაობ საელჩოში, და დავაყენე მანქანა. ‘ზადნით’ რომ წამოვედი [პარკირების დროს] გავიგე რაღაც ხმა, ხრიალი. რომ გადმოვედი მანქანიდან შევამჩნიე მიკრული იყო [მანქანაზე] რაღაც მაგნიტით“, – განუცხადა რომან ხაჩატურიანმა ქართულ ტელეკომპანიებს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა მოკლე წერილობით განცხადებაში, რომ საქმის გამოძიება მიმდინარეობს.
„დღეს [13 თებერვალს] ისრაელის საელჩოს თანამშრომლის, რომან ხაჩატურიანის პირად ავტომობილში ნაპოვნი იქნა ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელიც დროულად იქნა გაუვნებელყოფილი. რომან ხაჩატურიანი საქართველოს მოქალაქეა და საელჩოში მძღოლად მუშაობს“, – განაცხადა შსს–მ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)