Site icon Civil.ge

ფულადი გზავნილები 2011 წელს 20.5%–ით გაიზარდა


ფულადი გზავნილები საქართველოში 1999–2011 წლებში. მაჩვენებლები აშშ დოლარშია გამოსახული. წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი.

გასულ წელს უცხოეთიდან საქართველოში განხორციელებული ფულადი გზავნილების მოცულობამ რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი – 1.26 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2010 წელთან შედარებით 25%–ით მეტია, განაცხადა საქართველოს ეროვნულმა ბანკმა.

2011 წელს ფულადი გზავნილების მოცულობამ რუსეთიდან, რომელიც წლების მანძილზე საქართველოში ფულადი გადმორიცხვის უმსხვილეს წყაროს წარმოადგენს, 655.2 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

შემდეგ მოდის საბერძნეთი – 144.6 მლნ აშშ დოლარით; იტალია – 109.1 მლნ აშშ დოლარი; აშშ – 75.5 მლნ აშშ დოლარი; უკრაინა – 52.4 მლნ აშშ დოლარი; ესპანეთი – 30.9 მლნ აშშ დოლარი; თურქეთი – 27. 6 მლნ აშშ დოლარი; ყაზახეთი – 26.1  მლნ აშშ დოლარი; გაერთიანებული სამეფო – 14.6 მლნ აშშ დოლარი; ისრაელი – 14.3 მლნ აშშ დოლარი; ინდოეთი –  13.2 მლნ აშშ დოლარი და გერმანია – 12.9 მლნ დოლარი.

2012 წლის იანვარში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 84.4 მლნ აშშ დოლარი იყო, რაც 13.4%–ით მეტია 2011 წლის იანვრის ანალოგიურ მაჩვენებელზე, განაცხადა საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 16 თებერვალს.

This post is also available in: English (ინგლისური)