73 ადამიანი იქნა გადაყვანილი საავადმყოფოში მას შემდეგ, რაც ლილოში 3 ივლისს გვიან ღამით ქლორმა გაჟონა.
34 ადამიანი, მათ შორის სულ ცოტა 11 ბავშვი, ოთხშაბათს 12 საათისთვის კვლავ საავადმყოფოებში რჩებოდნენ. ექიმების თქმით, 18 წლის ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა კრიტიკული რჩება.
ოფიციალური პირების თქმით, ლილოში ქლორის გაჟონვა ქლორის ავზის, რომლის მფლობელიცაა კომპანია „კრისტალი“, გაფუჭებულმა ონკანმა გამოიწვია. ინციდენტის გამოძიება უკვე დაწყებულია და გავრცელებული ინფორმაციით, კომპანია "კრისტალის" წარმომადგენლები უკვე დაიბარეს დაკითხვისთვის.
გარემოს დაცვის მინისტრმა გოგა ხაჩიძემ განაცხადა 4 ივლისს, რომ ქლორის გაჟონვა ადამიანებს და გარემოს საფრთხეს აღარ უქმნის.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)