ეუთოს გენერალური მდივანი ლამბერტო ზანიერი სამხრეთ კავკასიური ტურნეს ფარგლებში 10–11 ივლისს თბილისსა და ბათუმში სტუმრობისას მთავრობის ხელმძღვანელებს, პოლიტიკური პარტიების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდება.
„ვიზიტის დროს გენერალური მდივანი მაღალი რანგის ოფიციალურ პირებთან, მათ შორის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან პოლიტიკურ, სამხედრო, ეკონომიკურ, გარემოს დაცვის და ადამიანის უფლებათა სფეროებში თანამშრომლობას განიხილავს“, – ნათქვამია გენერალური მდივნის სამხრეთ კავკასიურ ტურნეზე ეუთოს პრეს–რელიზში.
ზანიერი 8–9 ივლისს აზერბაიჯანს ეწვევა, ხოლო 11–12 ივლისს – სომხეთს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)