Site icon Civil.ge

სააკაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას სიტყვით მიმართავს

პრეზიდენტი სააკაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას (PACE) მიმართავს სიტყვით, რომელიც 21–25 იანვარს ზამთრის სესიაზე შეიკრიბება.

ასევე ზამთრის სესიის დროს, 23 იანვარს PACE განიხილავს რეზოლუციის პროექტს, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომით დაზარალებულ რეგიონებში არსებული ჰუმანიტარული სიტუაციას ეხება. რეზოლუციის პროექტის თანახმად, ჰუმანიტარული სიტუაცია ომიდან ოთხ წელზე მეტი ხნის შემდეგ კვლავ შეშფოთების საგანს წარმოადგენს.

„მართალია იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა გადაუდებელ საჭიროებებს მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, მაგრამ ხდება კონფლიქტის ნელი, თუმცა აშკარა გაყინვა", – ნათქვამია რეზოლუციის პროექტში, რომელიც იქვე დასძენს, რომ ამ პროცესში პოლიტიკური საკითხები ჩრდილავს ადამიანთა ყოველდღიურ საჭიროებებზე ზრუნვის აუცილებლობას.

„ეს ართულებს პროგრესს ჰუმანიტარულ ფრონტზე. ყველა მხარის მიერ სტატუსთან, ასევე ადმინისტრაციულ საზღვრის გასწვრის მიმოსვლასთან და ტერმინოლოგიასთან დაკავშირებულ საკითხებზე აქცენტის გაკეთება ხელს უშლის პროგრესის შესაძლებლობას ჰუმანიტარულ ფრონტზე. ეს საკითხები თავისი ბუნებით პოლიტიკურია და ჰუმანიტარულ საკითხებზე ნებისმიერ დისკუსიებში მეორადი და არა პირველადი ადგილი უნდა ეკავოს. 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ საქართველოში განხორციელებული პოლიტიკური ცვლილებები ყველა მხრიდან დიალოგის შეცვლის შესაძლებლობას იძლევა“.

„იმისათვის, რომ აღდგეს უსაფრთხოება და გრძელვადიანი ნდობა, ადმინისტრაციულ საზღვარზე ერთმანეთის პირისპირ მდგომი არმიები კი არ არის საჭირო, არამედ ძლიერი საერთაშორისო სამშვიდობო და მონიტორინგის მისიების არსებობა ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს“, – ნათქვამია რეზოლუციის პროექტში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)