Site icon Civil.ge

იუსტიციის მინისტრი ნატოს შტაბბინას სტუმრობს

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის შემდეგ, საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ბრიუსელში ნატოს შტაბბინას სტუმრობს, განაცხადა იუსტიციის სამინისტრომ ოთხშაბათს.

ბრიუსელში იუსტიციის მინისტრი ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს, ალექსანდრ ვერშბოუსა და კავკასიასა და შუა აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს, ჯეიმს აპატურაის შეხვდება. წულუკიანი ნატო–საქართველოს კომისიის სხდომაზე საქართველოს სასამართლო სისტემაში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრებს, იტყობინება იუსტიციის სამინისტრო.

ბრიუსელში ვიზიტამდე, წულუკიანი ამერიკის შეერთებულ შტატებს სტუმრობდა, სადაც მან სახელმწიფო დეპარტამენტში და იუსტიციის დეპარტამენტში გამართა შეხვედრები.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)