Site icon Civil.ge

წინასწარი მონაცემებით, პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 2012 წელს 865.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

„საქსტატის“ მიერ 11 მარტს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების თანახმად, პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 2012 წელს 865.2 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 22.5%–იანი კლებაა წინა წელთან შედარებით.

2012 წლის მეოთხე კვარტალში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 181 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა კვარტალთან შედარებით 7.3%–ით ნაკლებია, ხოლო ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით – 47.2%–ით ნაკლები.

წინასწარი მონაცემებით 2012 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემდეგნაირად გადანაწილდა ეკონომიკური სექტორების მიხედვით: დამამუშავებელი მრეწველობა – 191.7 მილიონი აშშ დოლარი; ენერგეტიკა – 171.4 მილიონი აშშ დოლარი; საფინანსო სექტორი – 155.6 მილიონი აშშ დოლარი; ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა – 149.1 მილიონი აშშ დოლარი; უძრავი ქონება – 28.9 მილიონი აშშ დოლარი; სოფლის მეურნეობა – 24.6 მილიონი აშშ დოლარი.

წინასწარი მონაცემებით, 2012 წელს უმსხვილეს ინვესტორ ქვეყნებს შორის იყვნენ გერმანია – 141.7 მილიონი აშშ დოლარი; ასევე ნიდერლანდებში დარეგისტრირებული კომპანიები – 87.5 მილიონი აშშ დოლარი; თურქეთი – 87.1 მილიონი აშშ დოლარი; აზერბაიჯანი – 72.7 მილიონი აშშ დოლარი; გაერთიანებული სამეფო – 66.8 მილიონი აშშ დოლარი; ლუქსემბურგში (41.8 მლნ აშშ დოლარი)  და კვიპროსში (39.6 მლნ აშშ დოლარი) დარეგისტრირებული კომპანიები; ამერიკის შეერთებული შტატები – 33.8 მილიონი აშშ დოლარი.    

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)