თურქული პრესა იტყობინება ორშაბათს, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა სტამბოლში ველოსიპედით სეირნობისას მხარი მოიტეხა.
Hürriyet Daily News–ის ინფორმაციით, საგზაო შემთხვევა 7 აპრილს მოხდა.
Today’s Zaman–ის ცნობით, პრეზიდენტ სააკაშვილს, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს სამკურნალოდ, ორშაბათს დაგეგმილი შეხვედრების გადადება მოუხდა.
ოფიციალურ ქართულ წყაროებს ეს ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არც დაუდასტურებიათ და არც უარყვიათ.
სააკაშვილი, რომელიც 6 აპრილს სტამბოლში თურქეთის პრემიერ–მინისტრს რეჯეფ ტაიპ ერდოღანს შეხვდა, ანკარაში თავის თურქ კოლეგასთან აბდულა გიულთან შეხვედრას გეგმავდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)