Site icon Civil.ge

ნაციონალური მოძრაობა რუსთაველზე აქციას მართავს

რუსთაველის გამზირზე მოძრაობა მას შემდეგ გადაიკეტა, რაც პარლამენტის ყოფილი შენობის წინ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები აქციისთვის შეიკრიბნენ. 

ადგილზე იმყოფებიან ნაციონალური მოძრაობის ლიდერებიც, მათ შორის პარტიის გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი და თბილისის მერი გიგი უგულავა; ასევე უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია; ჯერჯერობით უცნობია მივა თუ არა აქციაზე პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელიც ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეა.

აქციას, რომელიც სავარაუდოდ რამდენიმე საათი გაგრძელდება, ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები და მხარდამჭერები შეუერთდნენ, რომლებიც თბილისში სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოვიდნენ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)