ნაციონალური მოძრაობის აქციას, რომელიც რუსთაველის გამზირზე პარლამენტის ყოფილი შენობის წინ პროდასავლური კურსის უცვლელობის მხარდაჭერის ლოზუნგით იმართება, დაწყებიდან ერთ საათში პარტიის თავმჯდომარე, პრეზიდენტი სააკაშვილიც შეუერთდა.
აქცია დეპუტატმა ნაციონალური მოძრაობიდან გიორგი ვაშაძემ გახსნა და განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობა დღევანდელ დღეს "ახალ ეროვნულ მოძრაობას" იწყებს.
აქციის მონაწილეებს ასევე მიმართა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ, რომელმაც მხარდამჭერებს განუცხადა, რომ დღევანდელი ნაციონალური მოძრაობა არის „სხვა პარტია“ განახლებული ენერგიით, რომელმაც თავის შეცდომებზე ისწავლა და რომლის სახითად, საქართველოს ბოლოს და ბოლოს ჰყავს „ძლიერი, პატრიოტული და კონსტრუქციული ოპოზიცია“.
„ხმების ჩვენი გარდაცველების შესახებ გადაჭრაბებულია, ჩვენ ცოცხლები ვართ, ჩვენ ერთად ვართ ჩვენ ბევრნი ვართ“, – მიმართა ბაქრაძემ, მისი თქმით, აქციაზე შეკრებილ „ათეულობით ათასს“ მხარდამჭერს.
აქციაზე გამოსვლისას დეპუტატმა ნაციონალური მოძრაობიდან სერგო რატიანმა განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადება აგვისტოს ომზე "უპატიებელი შეცდომაა".
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)