Site icon Civil.ge

წინასწარი მონაცემებით, პირველ კვარტალში მშპ–ს ზრდამ 1.7% შეადგინა

„საქსტატის“ მიერ 30 აპრილს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების თანახმად, საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2013 წლის პირველ კვარტალში 1.7%–ი შეადგინა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

წინასწარი მონაცემებით, იანვარში მშპ 2.9%–მდე გაიზარდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, თებერვალში 2.1%–მდე შემცირდა, ხოლო მარტში – 0.2%–მდე.

„საქსტატმა“ განაცხადა, რომ წინასწარი მონაცემების კორექტირება მას შემდეგ მოხდება, რაც სოფლის მეურნეობის და ზოგიერთი სხვა ეკონომიკური სექტორის განახლებული მონაცემები გახდება ხელმისაწვდომი.

2012 წლის ბოლო სამ თვეში ეკონომიკურმა ზრდამ წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.8% შეადგინა.

წინასწარი მონაცემებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2012 წელს 6.1% შეადგინა, მათ შორის 2012 წლის პირველ კვარტალში ეკონომიკურმა ზრდამ 6.7% შეადგინა, მეორე კვარტალში 8.2%, ხოლო მესამე კვარტლიდან ზრდამ შენელება დაიწყო და 7.5% შეადგინა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)