Site icon Civil.ge

წინასწარი მონაცემები: პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა პირველ კვარტალში 226.2 მლნ აშშ დოლარია



პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კვარტალური მონაცემები 2011–2013 წლებში, მილიონ აშშ დოლარში. 2012 და 2013 წლის მონაცემები წინასწარია. წყარო: საქსტატი.

„საქსტატის“ მიერ ორშაბათს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2013 წლის I კვარტალში 226 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 16%–იანი კლებაა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით და 25%–მდე ზრდა 2012 წლის ბოლო  კვარტალთან შედარებით. 

წინასწარი მონაცემებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განაწილება 2013 წლის I კვარტლის მიხედვით ეკონომიკის სექტორების ჭრილში შემდეგნაირია: საფინანსო სექტორი – 65.2 მილიონი აშშ დოლარი; ენერგეტიკა – 41.8 მილიონი აშშ დოლარი; სამთომოპოვებითი მრეწველობა – 12.9 მილიონი აშშ დოლარი; ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა – 11.9 მილიონი აშშ დოლარი; დამამუშავებელი მრეწველობა  – 11.3 მილიონი აშშ დოლარი.

წინასწარი მონაცემებით, 2013 წლის I კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები ასე განაწილდა: იაპონია – 46.3 მილიონი აშშ დოლარი; აზერბაიჯანი – 38.4 მილიონი აშშ დოლარი; ნიდერლანდები – 34.9 მილიონი აშშ დოლარი; გაერთიანებული სამეფო – 18.3 მილიონი აშშ დოლარი; ჩინეთი – 12.5  მილიონი აშშ დოლარი; ჩეხეთის რესპუბლიკა – 10.2 მილიონი აშშ დოლარი; მავრიკში განთავსებული ოფშორული კომპანიები – 9.9 მილიონი აშშ დოლარი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)