პრეზიდენტმა სააკაშვილმა ვეტო დაადო კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც, ძალაში შესვლის შემთხვევაში, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) თავმჯდომარეს და წევრებს თანამდებობაზე პრეზიდენტის ნაცვლად, პრემიერ-მინისტრი დანიშნავს.
პარლამენტმა კანონპროექტი 12 ივნისს დაამტკიცა.
ენერგეტიკის სამინისტროს მიერ შემოთავაზებული კანონპროექტის თანახმად, სემეკის 5 წევრს ექვსი წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი, რომელიც ამ წევრებიდან ერთ-ერთს კომისიის თავმჯდომარის პოსტზეც ნიშნავს.
სემეკის ამჟამინდელ ხელმძღვანელს გურამ ჩალაგაშვილს, რომელსაც ეს თანამდებობა 2007 წლიდან უკავია, უფლებამოსილების ვადა აგვისტოში ეწურება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)