Site icon Civil.ge

ცესკო: ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 537 719–ს შეადგენს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) მიერ შაბათს გამოქვეყნებული განახლებული მონაცემების თანახმად, საქართველოში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 537 719-ს შეადგენს 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების წინ.

ეს მონაცემი 76 132-ით ნაკლებია ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის იმ მონაცემზე, რომელიც 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე დაფიქსირდა და 3 613 851-ს შეადგენდა.

წინა და ახლანდელ მონაცემებს შორის სხვაობას ხელისუფლება ძირითადად უკავშირებს მოქალაქეების რეგისტრაციიდან მოხსნას. 

ცესკო სიას იმ მონაცემების საფუძველზე ადგენს, რომელსაც მას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო აწვდის.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, რეგისტრაციიდან მოხსნილი მოქალაქეების რაოდენობამ 98 000–ს ოდნავ გადააჭარბა; მათი რეგისტრაციიდან მოხსნის ძირითადი მიზეზი კონკრეტულ მისამართებზე მათი არასწორი რეგისტრაცია გახდა.

ცესკომ საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეების ფილტრაციაც განახორციელა, „რის საფუძველზეც საარჩევნო ადმინისტრაციამ შესაბამის უბნებში გამოაკრა 74, 896 რეგისტრაციიდან მოხსნილი მოქალაქის სია“, განაცხადა საარჩევნო ადმინისტრაციამ.

10 ოქტომბერს ამოიწურა ვადა რეგისტრაციიდან მოხსნილი მოქალაქეებისთვის, რომ მათ ხელახლა გაევლოთ რეგისტრაცია; სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, 9 142 ამომრჩეველმა ხელახალი რეგისტრაცია გაიარა.   

ამას გარდა, 48 458 ამომრჩეველი, რომელთაც საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ მისიებში გაიარეს რეგისტრაცია, შეძლებს მონაწილეობას 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში 36 ქვეყანაში გახსნილ 52 უბანზე, მათ შორის 2 უბანზე ავღანეთში, დაახლოებით, იმ 1 560 ქართველი სამხედროსთვის, რომლებიც ISAF–ის მისიაში მონაწილეობენ (ცესკოს ინფორმაციით, ქართველი სამხედროებისთვის ვადამდელი არჩევნები 20 ოქტომბერს გაიმართა). 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლების რაოდენობა 45 100–ს შეადგენდა.    

თუ არ ჩავთვლით 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებს, საქართველოში ამომრჩეველთა უდიდესი რაოდენობა 1991 წლის მაისის საპრეზიდენტო არჩევნებზე დაფიქსირდა – 3 594 810 და 2010 წლის მაისის ადგილობრივ არჩევნებზე – 3 544 770.    

ცესკოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემები ასევე შეიცავს ამომრჩეველთა რაოდენობას 73 საარჩევნო ოლქიდან თითოეულში.

ამომრჩეველთა ყველაზე მეტი რაოდენობა ქუთაისის ოლქშია და 158 967–ს შეადგენს; შემდეგ მოდის თბილისის გლდანის და სამგორის ოლქებში 141 263 და 139 934 ამომრჩევლით, შესაბამისად.

ამომრჩეველთა ყველაზე ნაკლები რაოდენობაა ყაზბეგში – 5 714 და ლენტეხში – 5 968.  

ქვემოთ მოცემული ამომრჩეველთა რაოდენობა რეგიონების და ოლქების მიხედვით:

თბილისი – 966 901

გლდანი – 141 263
სამგორი – 139 934
ნაძალადევი – 132 797
საბურთალო – 123 664
ისანი – 110 611
ვაკე – 95 737
დიდუბე – 68 124
ჩუღურეთი – 58 592
მთაწმინდა – 51 832
კრწანისი – 44 347

კახეთის რეგიონი – 313 283

თელავი – 57 054
გურჯაანი – 55 032
საგარეჯო – 46 344
ლაგოდეხი – 39 707
სიღნაღი – 31605
ახმეტა – 30,796
ყვარელი – 29 667
დედოფლისწყარო – 23 078

ქვემო ქართლის რეგიონი – 405 815

რუსთავი – 108 662
მარნეული – 97 838
გარდაბანი – 73 969
ბოლნისი – 57 658
წალკა – 23 326
დმანისი – 22 725
თეთრიწყარო – 21 637

მცხეთა–მთიანეთის რეგიონი – 88 222

მცხეთა – 44 913
თიანეთი – 11 116
დუშეთი – 26 479
ყაზბეგი – 5 714

შიდა ქართლის რეგიონი – 239,402

გორი – 110 916
ხაშური – 50 433
კასპი – 40 407
ქარელი – 37 646

სამცხე–ჯავახეთის რეგიონი – 149 285

ახალქალაქი – 39 545
ახალციხე – 35 120
ბორჯომი – 27 427
ნინოწმინდა – 21 689
ადიგენი – 15 648
ასპინძა – 9 856

რაჭა–ლეჩხუმის რეგიონი – 36 428

ამბროლაური – 11 914
ცაგერი – 11 831
ონი – 6 715
ლენტეხი – 5 968

იმერეთის რეგიონი – 558 717

ქუთაისი – 158 967
ზესტაფონი – 56 568
წყალტუბო – 52 696
სამტრედია – 48 136
ჭიათურა – 45 094
საჩხერე – 44 457
თერჯოლა – 34 810
ვანი – 26 749
ხონი – 24 100
ტყიბული – 23 538
ბაღდათი – 23 249
ხარაგაული – 20 353

გურიის რეგიონი – 113 104

ოზურგეთი – 64 116
ლანჩხუთი – 30 132
ჩოხატაური – 18 856

სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონი – 361 175

ზუგდიდი – 127 937
სენაკი – 42 496
ფოთი – 41 669
მარტვილი – 34 385
წალენჯიხა – 31 765
ხობი – 29 365
ჩხოროწყუ – 23 018
აბაშა – 21 980
მესტია – 8 560

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა – 305 387

ბათუმი – 133 512
ქობულეთი – 69 377
ხულო – 24 249
ხელვაჩაური – 47 305
ქედა – 15 744
შუახევი – 15 200

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)