Site icon Civil.ge

შსს არჩევნების დღეს პროვოკაციული ქმედებების წინააღმდეგ მოუწოდებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 27 ოქტომბრის არჩევნებზე პროვოკაციული ქმედებების წინააღმდეგ მოუწოდა და განაცხადა, რომ ცესკოსთან ურთიერთკოორდინაციის გზით დაიცავს მართლწესრიგს, რათა საპრეზიდენტო არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში და ექსცესების გარეშე ჩაიაროს.

26 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში სამინისტრო აღნიშნავს, რომ ამ მიზნით შს მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და ცესკოს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას ინიციტივით შექმნილია სამუშაო შტაბი.

„პოლიციის დანაყოფები არ განლაგდებიან საარჩევნო უბნებში ან საარჩევნო უბნებთან ახლოს. სამართალდამცველები გამოცხადდებიან საარჩევნო უბანში მხოლოდ უბნის თავმჯდომარის მოთხოვნის საფუძველზე და მოახდენენ შესაბამის რეაგირებას კანონდარღვევის შემთხვევაში“, – ნათქვამია განცხადებაში.