Site icon Civil.ge

ცესკო: 10 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 6.8%-ს შეადგენს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, 10 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 6.8% შეადგინა, რაც თითქმის ორჯერ დაბალი მაჩვენებელია 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებთან შედარებით, როცა აქტივობის პირველი მონაცემი 10.3%-ს შეადგენდა.

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებზე სულ 3 537 719 ამომრჩეველს ექნება შესაძლებლობა 23 კანდიდატიდან მისთვის სასურველი პრეზიდენტი აირჩიოს. 

საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩეველს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს. ცესკო აქტივობის შესახებ მონაცემებს დღის განმავლობაში კიდევ ოთხჯერ გამოაქვეყნებს.  

ცესკოს ინფორმაციით, არჩევნები მშვიდ გარემოში, ექსცესების გარეშე მიმდინარეობს.

„არსებითი ხასიათის დარღვევებს ადგილი არ ჰქონია. პროცედურული ხარვეზების უმეტესობა ადგილზევე იქნა აღმოფხვრილი“, – განაცხადა ცესკოს პრესსპიკერმა ეკა აზარაშვილმა. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)