Site icon Civil.ge

საგანელიძის თქმით, ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრობის პოტენციურ კანდიდატებს შორისაა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრის პოსტზე ბიძინა ივანიშვილის შემცვლელ ერთ-ერთ კანდიდატად განიხილება.

„მე დარწმუნებული ვარ, რომ ერთ-ერთი კანდიდატურა ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის იქნება; ასე რომ, ვადასტურებ“, – განუცხადა უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ ჟურნალისტებს 2 ნოემბერს.

მან ეს კომენტარი ივანიშვილის რეზიდენციაში კოალიცია ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს სხდომის დაწყების წინ გააკეთა, რომლის შემდეგ ასევე დაგეგმილია პრემიერ ივანიშვილისა და საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების შეხვედრა, რათა როგორც მოსალოდნელია, შედეგად დასახლდეს ახალი პრემიერის კანდიდატურა.

31 წლის  შს მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილზე, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დიდი ხნის მოკავშირეა,  ვრცელდებოდა ვარაუდები, რომ ის პრემიერობის ერთ-ერთ რეალურ კანდიდატად განიხილება.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)