Site icon Civil.ge

ირაკლი ღარიბაშვილის ბიოგრაფია

ირაკლი ღარიბაშვილი

დაბადების თარიღი და ადგილი: 28 ივნისი 1982 წელი, თბილისი.

განათლება: 

2005 წ. – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საერთაშორისო ურთიერთობები, მაგისტრატურა;
2002-2004 წწ. – სორბონის უნივერსიტეტი Paris-I, პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტი, სპეციალობა: საერთაშორისო ურთიერთობები. (პარიზი, საფრანგეთი);
1999-2004 წწ. –  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი. სპეციალობა: საერთაშორისო ურთიერთობები.

პროფესიული გამოცდილება:
 
2012 წლის ოქტომბრიდან დღემდე – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი;
2012 წლის თებერვალი-ოქტომბერი – პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" დამფუძნებელი წევრი და პარტიის სარევიზიო კომისიის ხელმძღვანელი;
2012 წლის მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრი;
2009-2012 წწ. – შპს "ქართული ოცნების" დირექტორი;
2007-2012 წწ. – სს "ბანკი ქართუ"-ს სამეთვალყურეო საბჭოს წევრი;
2006 წ. – საქართველოში სან-მარინოს რესპუბლიკის საპატიო კონსულის პირადი წარმომადგენელი;
2005-2012 წწ. – საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი "ქართუ"-ს გამგეობის თავმჯდომარე. გენერალური დირექტორი;
2005-2008 წწ. – სააქციო საზოგადოება "ქართუ ჯგუფის" პრეზიდენტის თანაშემწე;
2005 წლის მაისი-ოქტომბერი – შ.პ.ს. "ბურჯი"-ს (ქართუ-ჯგუფი) ლოჯისტიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე;
2004-2005 წწ. – შპს "ბურჯი"-ს (ქართუ-ჯგუფი) ლოჯისტიკის დეპარტამენტის საგარეო შესყიდვების განყოფილების მენეჯერი;
2001-2002 წწ. – საქართველოს პარლამენტი, სტაჟიორი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში.

ენების ცოდნა: 

ქართული, ინგლისური, ფრანგული, რუსული.

ოჯახური მდგომარეობა: 

მეუღლე და ორი შვილი.

This post is also available in: English (ინგლისური)