საქართველოს სანაპირო დაცვამ თურქეთის მიმართულებით მცურავი სატვირთო გემი დააკავა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, აფხაზეთის საზღვაო რაიონში, შესვლის წესის დარღვევის ფაქტზე, განაცხადა საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ 12 ნოემბერს.
საქართველოს სასაზღვრო პოლიციის განცხადებით, გემი "IREM"-ი ბელიზის დროშის ქვეშ მიცურავდა.
გემზე იმყოფებოდნენ კაპიტანი – აზერბაიჯანის მოქალაქე და ეკიპაჟის წევრები: უკრაინის 5 და აზერბაიჯანის 2 მოქალაქე.
ბოლოს საქართველოს სანაპირო დაცვამ აფხაზეთში შესვლის გამო სატვირთო გემი ივლისში დააკავა, რასაც სოხუმის პროტესტი მოყვა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)