Site icon Civil.ge

რელიგიურ გაერთიანებებთან დაკავშირებულ საკითხებზე უწყებათაშორისი კომისია იმუშავებს

მთავრობის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებით რელიგიურ გაერთიანებებთან დაკავშირებული ცალკეული საკითხების შესწავლის მიზნით უწყებათაშორისი სამთავრობო კომისია შეიქმნა.

„საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, სამართლებრივი ურთიერთობა მხოლოდ მართლმადიდებელ ეკლესიასთან აქვს. ეს ურთიერთობა საკონსტიტუციო ხელშეკრულებით, ე.წ. კონკორდარით რეგულირდება. სხვა რელიგიურ გაერთიანებებთან კი სახელმწიფოს არანაირი სამართლებრივი ბმა არ გააჩნია. ეს იწვევს სხვადასხვა გაუგებრობას, მაგალითად, საკულტო ნაგებობის კანონიერების განსაზღვრის, რელიგიური გაერთიანებების დაფინანსების წყაროების და სხვა მსგავს  საკითხებზე. სწორედ ამგვარი საკითხების მოსაწესრიგებლად შეიქმნა უწყებათაშორისი კომისია, რომელიც მთავრობისა და პარლამენტის წინაშე შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს წარმოადგენს“, – განაცხადა რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა 25 ნოემბერს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)