Site icon Civil.ge

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, ოქტომბერში მშპ–ს ზრდამ 3.9% შეადგინა

„საქსტატის“ მიერ პარასკევს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, ოქტომბერში მშპ–ს რეალურმა ზრდამ 3.9% შეადგინა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მას შემდეგ, რაც სექტემბერში 1.6%–იანი წლიური ზრდა დაფიქსირდა.

საქსტატის ინფორმაციით, 2013 წლის პირველ ათ თვეში ეკონომიკურმა ზრდამ 1.9% შეადგინა.

2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი მომავალ წელს მშპ-ს 5%–იან ზრდას პროგნოზირებს.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)